- 2025-11-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკა მჟავია უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის N 11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
ასევე, განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 ივნისის N 18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N 42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კომისიამ, ასევე იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოში ჟიული შარტავას ქუჩაზე მდებარე შესახვევისა და ასევე, სოფელ ხომულში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხები.
კომისიამ ცნობად მიიღო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობების საკითხი.