იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკა მჟავია უძღვებოდა.

კომისიის წევრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის შეთანხმების საკითხი განიხილეს.

დეპუტატებმა საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 30 ოქტომბრის N119 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

კომისიამ ასევე, განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის N 62 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და  საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხები.

კომისიის წევრებმა განიხილეს ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებული საკითხი, კერძოდ,   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთში არსებულ პირველ ქუჩას გადაერქვას სახელი და მიენიჭოს ბესარიონ კუხიანიძის სახელი.