- 2026-03-26
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკა მჟავია უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლისათვის ავთანდილ ჭეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ, თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
კომისიამ ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი განიხილა.
დეპუტატებმა ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
დეპუტატებმა ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთში ორი გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი განიხილეს.