- 2022-05-25
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
27 მაისს, 12:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
/მომხს: მ. ჭელიძე/
2. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N 52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
/მომხს: მ. ჭელიძე/
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთში ცვლილებების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე
/მომხს: მ. ჭელიძე/
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთში ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
/მომხს: მ. ჭელიძე/