ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი შალვა კილაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და ასევე, გამოთქვეს მოსაზრებები.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი აღნიშნული კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიას.