ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი შალვა კილაძე უძღვებოდა.
 კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით წარმოდგენილი ერთი საკითხი. კერძოდ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2025 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.