კულტურის, განათლების, ტურიზის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“-ს მიერ   2024   წლის I-II კვარტლში გაწეული მუშაობის შესახებ.

აგრეთვე, კომისიამ განიხილა ამავე კომისიის 2024 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხი.