კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ მიერ 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

სხდომას ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ მმართველი ირაკლი კუჭავა და მმართველის მოადგილე დავით ფაჩუაშვილი ესწრებოდნენ.