კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი’’-ს მიერ 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე, კომისიამ იმსჯელა სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლისათვის შალვა ნიშნიანიძის სახელის მინიჭების საკითხზე.
სხდომას ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ მმართველი ნინო ხურცია ესწრებოდა.