კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი’’-სა და ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი”-ს მიერ 2025 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ იმსჯელეს.
 კომისიის სხდომას ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის’’ მმართველის მოვალეობის შემსრულებელი ლილი გელენიძე ესწრებოდა.