- 2022-05-13
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან მამუკა ჩხეტიანთან ერთად მე-4 საჯარო სკოლაში ახალგაზრდული შეხვედრების დარბაზი გახსნა და ღონისძიებას დაესწრო.
ახალგაზრდული სივრცის მოწყობის პროექტი კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა ,,სოხუმმა’’ სკოლის დირექციასთან ერთად USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის მიზანია ახალგაზრდების მომავალ ლიდერებად ჩამოყალიბება, მათი შესაძლებლობის გამოვლენა და ახალი გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანი ინიციატივების დაგეგმვა.
მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მე-4 საჯარო სკოლაში საკრებულოს წევრი ხათუნა მაღლაკელიძე, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ ,,სოხუმის’’ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ღონისძიებაზე მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მხარს დაუჭერს ყველა იმ საგანმანათლებლო პროგრამასა და ინოვაციურ პროექტს, რომელიც ახალგაზრდების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.