გრიგოლ ყურაშვილი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.
დაიბადა 1980 წლის 9 მაისს.
დაამთავრა წყალტუბოს მრავალპროფილიანი ლიცეუმი.
უმაღლესი განათლება მიიღო აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2002 წელს დაასრულა ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობით საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი.
2010-2014 წლებში იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონიმიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი.
2015-2016 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, აგრალური მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინრის სპეციალობაზე.
2015-2019 წლებში მუშაობდა შპს „საქართველოს მელიორაციის“ – ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტად.
2019 – 2021 წლებში იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.
2021 წლის 29 ნოემბერს დაინიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტად, მიწის მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტად, ეკონომიკის მართვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილების მთავარ სპეციალისტად.
სერთიფიკატები: საარჩევნო მოხელის სერთიფიკატი – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალური სერვისები და მოქალაქეთა მონაწილეობა_ – (ევროკავშირის წარმომადგენლება საქართველოში/სტრატეგიული კვლევის განვითარების ცენტრი).
სოციალური საწარმო – შესავალი კურსი: – (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი)
კონფერენციები: საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი – პოლონეთი ქ. კრინიცა. არასამთავრო ორგანიზაცია : „წყალტუბოს განვითარების ფონდი“ დამფუძნებელი. ენები: ქართული, რუსული კომპიუტერული პროგრამები windows, Microsoft office, word Microsoft office excel; Microsoft office Powepoint, ERP-1C, EDITOR, intermet
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
26.06.2024 წლიდან არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.