სათაფლია


ამ არცთუ მაღალ გორაზე, ადრე, ველური ფუტკარი ბინადრობდა. თაფლის უხვი მოსავლიანობის გამო, მთას სათაფლია ეწოდა. ნაკრძალში სეირნობისას ახლაც შეიძლება გაიგონოთ ფუტკრის ბზუილი. კლდის ნაპრალებში დაგროვილ თაფლს, ადრე, ადგილობრივი მოსახლეობაც იყენებდა. ამჟამად, ნაკრძალში მოკლეულვაშიანი ფუტკრების 2 სახეობაა შემორჩენილი.
1935 წელს სათაფლია სახელმწიფო ნაკრძალად გამოცხადდა. იგი აერთიანებს კოლხურ ტყეს, კარსტულ გამოქვაბულსა და საქართველოში არსებულ ერთადერთ დინოზავრის ნაკვალევს.თეთრა მღვიმე
მსოფლიო დონის ტურისტული მნიშვნელობის ადგილი „თეთრა მღვიმე“…
თეთრა მღვიმე მე-20 საუკუნეში 1954 წელს აღმოაჩინეს და 1974 წლიდან მის კლიმატზე დაკვირვება მიმდინარეობს.
უძველეს ადამიანს ეს სივრცე საცხოვრისად ორჯერ გამოუყენებია. აღმოჩენილია პალეოლოთის ხანის ადამიანის მიერ დამზადებული იარაღები, საფხეკ-საჭრელი, კაჟის ლამელები, ძვლის იარაღები.პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი.
ვიზიტორთა ცენტრი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი.
პრომეთეს მღვიმის 1 საათიანი მარშრუტი არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ზღაპრულ დარბაზებს გაივლის და ვიზიტორთა სურვილისამებრ, ქვეითი ან სანაოსნო გზით, მღვიმეში მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე 15 წუთიანი გასეირნებით მთავრდება.
მომსახურების სახეები და ღირებულება
- შესასვლელი ბილეთი ფასდაკლებით საქ.მოქალაქე/რეზიდენტისთვის – 11.50 ლარი
- ბილეთი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გარდა არასრულწლოვნებისა – 23.00 ლარი
- ნავით გასეირნება სტანდარტული – 17.25
- ნავით გასეირნება ფასდაკლებით საქ.მოქალაქე/რეზიდენტისთვის – 11.50 ლარი
- ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო
- ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) – 5.50 ლარი
- აუდიოგიდი – 7
- ტურისტული სააგენტოს გიდები (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) – უფასო;
- მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი – უფასო;
- სამოქალაქო ქორწინება – 100 ლარი
- საკონფერენციო დარბაზი 1 დღე 100 ლარი
- VIP მომსახურეობა ( მოიცავს ვიზიტორთა შესვლას, და ბილეთის ფასში შემავალი სერვისებით სარგებლობას სამუშაო საათების განმავლობაში მათთვის სასურველ დროს. პერსონალური ინდივიდუალური გამყოლის თანხლებით, ცოცხალი რიგის გვერდის ავლით 1 – 10 კაცის ჩათვლით 100 ლარი დამატებული ბილეთის ღირებულება 11 – 20 კაცის ჩათვლით 200 დამატებული ბილეთის ღირებულებ).
ბილეთის ღირებულებაში შედის გამცილებელის მომსახურეობა.
თუ გსურთ ისარგებლოთ დამატებითი ნავით გასეირნების სერვისით, აუცილებელია ნაყიდი გქონდეთ შესასვლელი ბილეთიც.
თუ ყიდულობთ ფასდაკლებულ ბილეთს საქართველოს მოქალაქესთვის, აუცილებელია ადგილზე წარადგინოთ მოქმედი პირადობის დამადასტურებული მოწმობა ან პასპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტზე შესასვლელად დაგჭირდებათ სტანდარტული ბილეთის შეძენა.
ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება.
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე
სამუშაო დღეები: ყოველდღე
მღვიმეში წყლის დონის მატებისას, ვიზიტორთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ნავით გადაადგილება აკრძალულია.
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი – ბეტო მიქაძე
ტელ: 577 10 14 17 | ელ-ფოსტა: beto.promete@gmail.com
საწურბლიას მღვიმე
საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმეა, რომელშიც სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ. პროექტის ფარგლებში, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი; ამბულატორია.
მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ- აქტიურ და პასიურ ზონად დაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები.

საწურბლიას მღვიმე პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი