- 2025-11-20
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ნიკა მჟავიამ და საკრებულოს აპარატის უფროსმა, გელა თათარაშვილმა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
განიხილეს ქალაქ წყალტუბოში კავკასიონის, შარტავას ქუჩების შესახვევებისა და სოფელ ხომულის მე-17 ქუჩის სახელდების საკითხი, სადაც ბერი გაბრიელ სალოსის სახელობის ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს. ადგილობრივების ინიციატივაა, მე-17 ქუჩას ბერი გაბრიელ სალოსის სახელი მიენიჭოს.
აღნიშნულის თაობაზე მომზადდება სამართლებრივი აქტის პროექტები და თანხმობისთვის გადაეგზავნება გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას.