- 2021-08-07
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი წყალტუბოელ გულშემატკივრებთან ერთად გუშინ, გვიან ღამით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს – იაკობ ქაჯაიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.
არსებული პანდემიური ვითარების გამო წყალტუბოდან, იაკობ ქაჯაის დასახვედრად მხოლოდ რამდენიმე ათეული გულშემატკივარი გაემგზავრა.
აეროპორტში იყვნენ იაკობის ოჯახის წევრები, წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანების წარმომადგენლები, პირადი მწვრთნელი დემურ კირტავა, სპორტული კლუბების გაერთიანების მმართველი ლევან ჩანქსელიანი და იაკობ ქაჯაიას მეგობრები სპორტის სფეროდან.
სულ მალე ოლიმპიელი ვერცხლის მედალოსანი წყალტუბოში ჩამოვა.
“იაკობი ჩვენი სიამაყეა! მიხარია რომ ქვეყანასთან ერთად ჩვენი წყალტუბო ასახელა მსოფლიო მასშტაბით.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართვერლობა სიურპრიზს უმზადებს ჩვენ ფალავანს” – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.