ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’-ს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’-ს სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე ლატავრა ბენდელიანი უძღვებოდა.
სხდომაზე, ფრაქციის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ერთი საკითხი განიხილეს. კერძოდ, პირადი განცხადების საფუძველზე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე შალვა კილაძის დაკავებული პოზიციიდან გადადგომის შესახებ.