ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე სერგო კირკიტაძე და ამავე საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლელა ბერძენიშვილი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ.
ღონისძიება, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, ქალთა მიმართ და
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრას საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.