საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 15 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ისაუბრა და პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმზღვანელმა ფატი გაგოშიძემ.
ცვლილება შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების საკითხში.
ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/ და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/ და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების საკითში.
სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/ და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/ და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის მიერ 2024 წლის III-IVკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების საკითხში.
აგრეთვე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხში.
დეპუტატებმა იმსჯელეს ქალაქ წყალტუბოში ,,ცივი ტბის’’ ტერიტორიაზე კაფე რესტორნის, აუზისა და სპა გამაჯანსაღებელი ცენტრის ესკიზური პროექტების მოწონების საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც ავტოსადგურის არარსებობის გამო სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლის საკითხი.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2025 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების საკითხში.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის მიერ 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
სხდომაზე, დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი’’-ს მიერ 2024 წლის III-IV კვარტალში და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების ‘’ მიერ 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის II კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.