- 2025-05-30
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სერგო კირკიტაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი ხმათა უმრავლეოსობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი.
ასევე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №205 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების საკითხში.
სხდომაზე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების საკითხზე.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის’’ წესდების ახალი რედაქციით დამტკიცების საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის’’ მიერ 2024 წლის III-IV კვარტალში და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის’’ მიერ 2024 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების საკითხი.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებისათვის’’, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, არსებობის ვადით საბავშვო ბაღის განსათავსებლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №29.08.35.196 საკადასტრო კოდზე მდებარე უძრავი ქონების 6264 კვ.მ მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (№1-საერთო ფართით 1358კვ.მ,№2-საერთო ფართი-20კვ.მ) გადაცემის საკითხზე.
აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების 1(ერთი) ერთეული ელექტრო დამწყობი, დამშტაბელებელი დანადგარის (შტაბელერის -Electrical Stacker) უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრისათვის’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების 1 ერთეული როტაციური საცერის (Scdreen) უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლისათვის შალვა ნიშნიანიძის სახელის მინიჭების საკითხზე.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.