- 2026-03-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგითი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
საკრებულომ დღის წესრიგით წარმოდგენილი 11 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
ცვლილებები შევიდა ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №30 დადგენილებასა და ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2026 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ‘’ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 თებერვლის განკარგულებაში.
საკრებულოს წევრებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ იმსჯელეს.
განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
საკრებულოს წევრებმა დადებითად შეაფასეს მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და შესყიდვების სამსახურის, ა(ა)იპ „ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“, ასევე ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიისა და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობა.
თანხმობა მისცეს სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლისათვის ავთანდილ ჭეიშვილის სახელის მინიჭების საკითხს.
სხდომაზე დამტკიცდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის II კვარტლის სამუშაო გეგმა.