- 2024-08-08
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდმა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №25-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული შენობის ( საკ. კოდი # 29.08. 34.014. 01. 507 ) პირველ სართულზე განთავსებული 36.6 კვ.მ. ფართის ა(ა)იპ „ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის“ „დღის საქმიანობის ცენტრის“ მოწყობა/ფუნქციონირებისა და პროექტების ჯეროვნად იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად 2 წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, გადაცემის საკითხზე.
ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხში.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.