- 2025-08-07
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 2 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაცია) ჩატარებისათვის შენობა – ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის საკითხი.
ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების საკითხზე.