- 2022-11-04
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს საკითხი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №121(გ-49.49213378) განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის და ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების საკითხში.
სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე, 23 ხმით, ლევან ჩანქსელიანი აირჩიეს.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხში.