- 2025-12-19
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულბისა და ა(ა)პების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 2 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი- 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
ასევე, ცვლილება შევიდა ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში.
