საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
 კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით წარმოდგენილი ერთი საკითხი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი.
დეპუტატების მიერ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული მოსაზრებები და რეკომენდაციები უკან გადაეგზავნება მერიას.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.