საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის საკითხზე.
აგრეთვე, კომისიამ განიხილა ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“, ა(ა)იპ ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილებების შეტანის საკითხი.