- 2025-12-19
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი.
კომისიამ, ასევე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2026 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ იმსჯელა.
კომისიის სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.