- 2022-07-28
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
![](https://tskaltubo.gov.ge/wp-content/uploads/2022/07/ssss-1110x550.jpg)
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს საკითხზე ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
დეპუტატებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის I-II კვარტლის სარეზერვო ფონდის განკარგვის შესახებ საკითხი განიხილეს.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.