- 2023-07-14
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ნანა მირიანაშვილი 80 წლის გახდა.
დღეს ქალბატონ ნანას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე შეხვდა და მადლობის სიგელი გადასცა.
„ქალბატონი ნანა მირიანაშვილი 45 წლის განმავლობაში უზიარებდა მომავალ თაობას ცოდნასა და გამოცდილებას. ქალაქის მე-4 საშუალო სკოლა მისი 9 წლიანი დირექტორობის დროს იყო ერთ-ერთი წარმატებული სკოლა საქართველოში, მის სახელს უკავშირდება სასწავლო საგნობრივი ოთახები, კომპიუტერის სწავლება, სასკოლო რადიო, მუსიკალური სტუდია, საჭადრაკო წრე, ავტოსკოლა და რაც მთავარია, მაღალი აკადემიური მოსწრება. ვულოცავ იუბილეს, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ქალბატონ ნანას“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ.
დამსახურებული პედაგოგი ნანა მირიანაშვილი წყალტუბოს საპატიო მოქალაქეა, ჰყავს ერთი ქალიშვილი თამარ თუთბერიძე, რომელიც მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია, ორი შვილიშვილი სალომე და გიორგი კინწურაშვილები.
ახალგაზრდა წარმატებულმა რეჟისორმა სალომე კინწურაშვილმა ქართულენოვანი ფილმის „გაქცეული“ გადაღებისთვის მიმდინარე წელს ოთხი საერთაშორისო პრიზი მიიღო.