საქართველოში ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მერის წარმომადგენლებთან და სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახური იყო.
 ბავშვთა უფლებათა კოდექსისა და ბავშვთა უფლებათა კონვენციის თაობაზე ორგანიზაცია „World Vision საქართველოს“ პროექტის ფარგლებში ექსპერტებმა ეთერ ცხაკაიამ და ეკა სანებლიძემ ისაუბრეს და აუდიტორიას მიაწოდენს ინფორმაცია მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახების იდენტიფიცირებასა და რეფერირებაში პროცესში მუნიციპალიტეტის უმნიშვნელოვანეს როლზე.
 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალურ სოციალურ პროგრამებში არა მხოლოდ მუხლობრივად გაწერილი პირობების, არამედ საჭიროებების კვლევა, ბავშვის ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შეფასების გათვალისწინება უნდა მოხდეს.
 შეხვედრას მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრა განხორციელდა „World Vision საქართველოს“ საქართველოში ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.