- 2022-12-27
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე, საგანამათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი და მერის წარმომადგენელი გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბესიკ ბალანჩივაძე ბანოჯის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, სადაც სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდნენ. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ზღვაურის“ გამარჯვებული მოსწავლე – ლიზი ჯავახაძე და კონკურსის სხვა მონაწილეები დააჯილდოვეს. შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა, ნინო წილოსანმა, წლის წარმატებულ პედაგოგებად ნინო კახნიშვილი და მაკა ტყაბლაძე დაასახელა და მადლობა გადაუხადა მათ სასკოლო ცხვორებაში აქტიური მონაწილეობისათვის. ადგილზე დაისახა სამომავლო გეგმები, მუნიციპალიტეტის მერმა სკოლის დირექციას წარმატებები უსურვა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის ზრუნვაში.