- 2021-12-17
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალაჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე სოფელ ოფურჩხეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
ოფურჩხეთის ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირების, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებზე საუბრის შემდეგ, მერმა საბავშვო ბაღის რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
,,მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და არსებული პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტა აუცილებლია, მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო ოფურჩხეთის ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირება, უახლოეს მომავალში ახალ შენობაში დაიწყებს ფუნქციონირებას საბავშვო ბაღი, რომელსაც დაემატება მეორე ჯგუფი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სახურავის შეკეთების ხარჯები”-გენადი ბალანჩივაძე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.