სოფელ ნამოხვანში ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და პირველმა მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა განახლებული ობიექტი დაათვალიერეს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. განახლებულ შენობაში საზოგადოებრივი და ახალგაზრდული სივრცეები მოეწყობა.