- 2022-03-09
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
მოსახლეობასთან შეხვედრები, წინასწარ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად მუნიციპალიტეტის სოფლებში გაიმართა.
თვითმმართველობის წარმომადგენლები ორგანიზებას უწევენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და უზრუნველყოფენ კენჭისყრის პროცედურების ჩატარებას.
მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის 47 სოფელში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 704 000 ლარი დაიხარჯება.
,,სოფლებში ძირითადად შიდა გზების მოწესრიგების, არხების მოწყობის, სკვერებისა და სპორტული მოედნების გაკეთების საკითხებს განიხილავენ, ჩვენ ყველა ინიციატივას მხარს დავუჭერთ. მთავარია, ადგილობრივებმა გადაწყვიტონ რა არის თითოეული სოფლისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული” – გენადი ბალანჩივაძე.
დღეს გამართულ კრებებზე გადაწყდა, რომ სოფლებში : რიონში, ზარათში, მეჩხერში, ჭაშლეთში, დღნორისასა და ლეხინდრისთავში შიდა გზები მოწესრიგდება. სოფელ თერნალსა და გვიშტიბში სარწყავი არხები გაკეთდება, სოფელ ფარცხანაყანევში ამბულატორიის, საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობების ეზოების რეაბილიტაციის პროექტები განხორციელდება.