- 2022-06-23
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
22 ივნისს, ღამით მოსული ძლიერი ნალექის გამო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში და ასევე ქალაქის ტერიტორიაზე დაიტბორა როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები და ადგილობრივი მოსახლეობის სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი.
ამ დროისთვის მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.
შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს წარმომადგენლებთან, ასევე საკრებულოსა და მერიის სამსახურებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი პირადად ხვდებოდნენ დაზარალებულ მოსახლეობას და ადგილზე ეცნობოდნენ მდგომარეობას.
უხვი ნალექის შედეგად სოფელ ცხუნკურში, დღნორისის, რიონის და ოფურჩხეთის , მექვენის, ცხუნკურის, სოფ. წყალტუბოს და გუმბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დაზიანდა გზები.
ასევე, წვიმამ გამოიწვა ეგრეთწოდებული ,,ვაზნარის ღელის’’ ადიდება, ჭავჭავაძის ლერმონტოვის დედაენის, გოგებაშვილის , თბილისის, ბარნოვის, ევდოშვილისა და ავალიანის ქუჩებზე დაიტბორა კერძო საცხოვრებელი
სახლების პირველი სართულები