- 2022-04-27
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საერთაშოროსო პროექტის: ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის’’ ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში გარემოს დაცვის თემატიკაზე სხვადასხვა აქტივობები და დასუფთავების აქცია გაიმართა.
მწვანე ხეივანში მოეწყო თემატური გამოფენა, ქალაქის N 1 და N 4 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებმა ღია სივრცეში ნახატებზე ასახეს ახალგაზრდების დამოკიდებულება დედამიწის დაცვისა და გადარჩენის საკითხის მიმართ. გაიმართა ასფალტზე ცარცით ხატვის კონკურსიც.
,,წყალტუბოში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქციები, გაიმართა ხატვის კონკურსი, სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი სახის აქტივობები, აღნიშნულ ღონისძიებებში მაქსიმალურად არიან ჩართული ახალგაზრდები, რომლებიც განსაკუთრებით უვლიან და უფრთხილდებიან ჩვენს მწვანე ქალაქს’’- აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
წყალტუბოში გამართულ საგანმანათლებლო ღონისძიებებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო პროექტის ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის’’ თანამშრომლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგნლები ესწრებოდნენ.