- 2022-07-05
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოში საერთაშორისო პროექტ „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში საზაფხულო „მწვანე ბანაკი“ გაიხსნა.
ხუთი დღის განმავლობაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 26 მოსწავლე საბანაკო ცხოვრებაში ჩაერთვება.
ბანაკი სასწავლო, შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობებით დაიტვირთება. მონაწილეთა შერჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ამ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში ჩართულობით მოხდა.
ბანაკის გახსნას „იმერეთის მეცნიერთა კავშირის – სპექტრის“ ხელმძღვანელი ქეთევან ცხაკაია და პროექტის კოორდინატორი მაია ფანჩულიძე ესწრებოდნენ.
საერთაშორისო პროექტი “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” ხორციელდება ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. პარტნიორები არიან სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი’’.