- 2023-03-02
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს შემოსასვლელში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგება და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ერთობლივად ახორციელებენ. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. იცვლება დაზიანებული მილი, რაც იყო ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა.
სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ დაათვალიერა. როგორც მერმა აღნიშნა წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.