წყალტუბოს მერი (NALAG)-ის ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG ) და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის თანამშრომლობით, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომლის ფარგლებში საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭოს კონგრესსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მოაწერა ხელი.
აღნიშნული დოკუმენტი ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებითა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანის უფლებების ინტეგრირების საშუალებით, საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, უფრო ღია, ინკლუზიურ, მოქალაქეებზე ორიენტირებულ და გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივი მმართველობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
მუნიციპალიტეტების პრეზენტაციების შემდეგ, ღონისძიება, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა – დავით მელუამ და ანდრეას კიფერმა შეაფასეს.
ათეა-ს ხელმძღვანელმა, ევროსაბჭოს მხარდაჭერით მუნიციპალიტეტებში თანაბარი შესაძლებლობებისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს, როგორც საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულის გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაციის ჩართულობას გაუსვა ხაზი.
ანდრეას კიფერმა კი, სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც ერთობლივი რეფორმების წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.
შეხვედრა, რომელსაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ურთიერთთანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი – მარიტე მორასი, ადამიანის უფლებათა ექსპერტთან – კონსტანტინე კორკელიასთან ერთად უწევდა მოდერაციას, პროექტის -“მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიის გენერალური დირექტორატი, არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.
+5
3259
ადამიანი მოიცვა
368
Engagements
პოსტის რეკლამირება
თქვენ და 85 სხვა
5 გაზიარება
სიყვარული

კომენტარის დატოვება
გაზიარება