- 2020-11-04
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა პირველ მოადგილესთან ზურაბ მაისურაძესთან ერთად დაათვალიერა.
,,რეგიონული განვითარების ფონდიდან მიმდინარეობს გზების რეაბილიტაციის პროექტები სოფელ გეგუთსა და ხომულში, აღნიშნული გზების მოწესრიგებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ ადგილობრივები, მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის პრიორიტეტებიდან გამომდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას იწყებს, ასევე სოფელ ფარცხანაყანევში” -აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი