წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.

მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ფატი გაგოშიძემ წარადგინა.

მთავარ პრიორიტეტებად კვლავ განსაზღვრულია ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები. ასევე განათლება, კულტურა და სპორტი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს საკრებულოსაგან მთავარი საფინანსო დოკუმენტი შენიშვნებით უკან დაუბრუნდება.

ბიუჯეტის პროექტის განხილვას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს წევრები, მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.