წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი 24-საათიან რეჟიმში მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს ესტუმრნენ და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი 24-საათიან რეჟიმში მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს ესტუმრნენ და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების წყალტუბოს ცენტრის მედპერსონალს, შსს- წყალტუბოს სამმართველოს პირად შემადგენლობას, დაცვის პოლიციას, საავადმყოფოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალტუბოს განყოფილების წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის.
„დიდთოვლობის გამო გვაქვს გარკვეული გამოწვევები. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ყველა უწყებას, ვინც ასეთ რთულ ვითარებაში ერთგულად ემსახურება ქვეყანასა და ხალხს. მინდა, მშვიდობა ვუსურვო 24-საათიან რეჟიმში მომუშავე ყველა სახელმწიფო უწყებას“, – აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ ახალ 2026 წელს!