- 2026-01-30
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2026 წელს განსახორციელებელი პროექტები იყო.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, აღნიშნა, სოფლებში პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.
„ჩვენი მიზანია, ყველა პროექტი სრულყოფილი იყოს. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოსგან მიღებულ თანხებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დავამატებთ და სამუშაოებს ბოლომდე მივიყვანთ, იქნება ეს გარე განათების მოწყობა, მზა ბეტონის შეძენა, სკვერის კეთილმოწყობა თუ სხვა აუცილებელი პროექტები“ – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების წინადადებები განიხილეს.
სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 17 თებერვლიდან დაიწყება.
შეხვედრას მერის წარმომადგენლებთან ერთად მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა გურეშიძე, ასევე, მოადგილეები, ნესტორ აფხაძე და სერგო კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.