- 2022-12-29
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელებს ახალი წლის დღესაწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
ინკლუზიურ ცენტრში ტრადიციული საახალწლო ზეიმი გაიმართა, ცენტრის მმართველმა ნინო ნემსიწვერიძემ სტუმრებს გულისხმიერების და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალი წლიდან ინკლუზიური ცენტრის გასაძლიერებლად დაგეგმილია სხვადასხვა პროგრამების დანერგვა, ასევე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი 17 აღსაზრდელს ემსახურება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ცენტრში დღეს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე, განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი და ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების” მმართველი გიორგი იობიძე იმყოფებოდნენ.