წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა, რომლის ფარგლებში განხილული იქნა 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ქალაქის კეთილმოწყობის საკითხები.
მუნიციპალიტეტის მერმა ყურადღება გაამახვილა 2026 წლის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში განსაზღვრულ ერთჯერად დახმარებებსა და დაფინანსებებზე. მან აღნიშნა, რომ 2026 წელს კვლავ გაგრძელდება უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამ ეტაპზე 5 ახალი სახლის მშენებლობაა დაგეგმილი.
თათბირს ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და მერის მოადგილე გია კვასტიანი.