- 2024-10-31
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში მოიცავდა ინფორმაციებს მიმდინარე წლის ბიუჯეტის, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების, ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მიღწეული შედეგების შესახებ.
თვითმმართველობის პირველმა პირმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ გაგრძელდება პრიორიტეტული და მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი პროექტების განხორციელება ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის მერს მადლობა გადაუხადეს გაწეული ძალისხმევისა და საქმისადმი ერთგულებისათვის.
ანგარიშის მოსმენას პედაგოგები, მედიკოსები, ახალგაზრდები, მუნიციპალიტეტში მოქმედი საბჭოების წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.