- 2022-06-13
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში ერთ წელზე მეტია შშმ პირებისთვის თავშესაფარი „ჩვენი დიდი ოჯახი“ ფუნქციონირებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან ნათია ჩაკვეტაძესთან ერთად თავშესაფრის ბენეფიციარები მოინახულა.
მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, თავშესაფარს სასუნთქი აპარატი გადაეცა, რომელიც აქ მყოფი ბენეფიციარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
როგორც „ჩვენი დიდი ოჯახის“ დამფუძნებელმა თეა ჩიტორელიძემ აღნიშნა, ამჟამად ორგანიზაციაში 14 პირია დასაქმებული.
თავშესაფარში 22 ბენეფიციარისთვის შშმ პირებზე ადაპტირებული გარემოა შექმნილი, მოწესრიგებულია მათი კვებისა და მოვლის საკითხები. აქ მყოფი პირები უზრუნველყოფილი არიან ექიმის, ექთნების, ფსიქოლოგისა და მომვლელების მომსახურებით.