- 2026-02-09
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში სკოლებს შორის კალიგრაფიის კონკურსი „მე ვწერ“ ჩატარდა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის 55-მა მოსწავლემ.
მოსწავლეებს ადგილზე დაურიგდათ ტექსტები (ქართველი მწერლების აფორიზმები), რომელიც ერთ საათში უნდა გადაეწერათ.
კალიგრაფიის კონკურსზე ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი – ავთანდილ საღინაძე (ზედა მესხეთის საჯარო სკოლა VI კლასი), ნია ქობულაძე (სორმონი V კლასი); II ადგილი სანდრა თუთბერიძე (ქალაქის IV საჯარო სკოლა VI კლასი ), ნინო ონიანი (ახ. საყულიას საჯარო სკოლა V კლასი); III ადგილი – ლუკა მურუსიძე (ქალაქის I საჯარო სკოლა VI კლასი), ნუცა ბუცხრიკიძე (ქალაქის IV საჯარო სკოლა VIკლასი)გამარჯვებულებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ხმამაღალი კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს ქართველი მწერლების ნაწარმოებები.
ა(ა)იპ „წყალტუბოს კულტურის ცენტრის“ მმართველის მოვალეობის შემსრულებელმა ლილი გელენიძემ კონკურსში მონაწილეებს ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ წარუდგინა, რომელიც წყალტუბოს ცენტრალურ ბიბლიოთეკას დაჩი იოსელიანმა გადასცა.