წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში, 9 აპრილის ქუჩაზე N5 და N13 საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო თამარ მეფის ქუჩაზე დაწყებულია სპორტული მოედნის მოწყობა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ აღნიშნა, 2025 წელს მუნიციპალიტეტში სულ 12 სპორტული მოედანი მოეწყო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის, სადარბაზოებისა და ფასადების შეკეთების სამუშაოები, რისთვისაც 1 100 000 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.