წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი ესწრებოდა.
შეხვედრა გახსნა და ადრეული და სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების“ გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი იობიძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს წარმომადგენელმა, მარიამ ჩიბუხაშვილმა, საბავშვო ბაღის მენეჯერებს,მეთოდისტებს, აღმზრდელ-პედაგოგებსა და მშობლებს წარუდგინა პრეზენტაცია ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, მშობლისა და აღმზრდელის საერთო მიზნებსა და ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებზე.
შეხვედრა ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობითა და მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ორგანიზებით.